воскресенье, 3 апреля 2011 г.

გლობუსი (ლათ. Globus — სფერო), დედამიწის დაუმახინჯებელი კარტოგრაფიული(კარტოგრაფია არის გეოგრაფიის დარგი, მეცნიერება რუკების შექმნისა და გამოყენების შესახებ) გამოსახულება სფეროზე; დედამიწის მოდელი, რომელსაც ყველა მიმართულებით სიგრძეებისა და ფართობების ერთი და იგივე მასშტაბი აქვს. პირველი გეოგრაფიული გლობუსი გააკეთა ნიურნბერგელმა მ. ბეჰაიმმა 1492 წელს. XVII-XVIII საუკუნეებში, საზღვაო რუკების შემოღებამდე, გლობუსებს იყენებდნენ ზღვაოსნობაში.

კარტოგრაფიული შინაარსის მიხედვით გლობუსი სხვადასხვაგვარია, უმეტესად გავრცელებულია ფიზიკური-გეოგრაფიული და პოლიტიკური გლობუსები. ასტრონომიულ გლობუსებზე გამოსახულია ვარსკვლავიერი ცა. სასწავლო გლობუსების მასშტაბებია 1:30 მლნ. - 1 : 80 მლნ. თეთრ გრადუსთა ბადიანი შავი გლობუსები იხმარება მათემატიკური-გეოგრაფიული სავარჯიშოების შესასრულებლად, საპროექციო გლობუსი, რომელიც ცენტრში ელექტრონათურა აქვს, — კარტოგრაფიული პროექციების შესასწავლად.